კოალიცია სამართლიანობისათვის პასუხი Freedom House-ის ანგარიშზე „უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”

2011-06-07
კოალიცია სამართლიანობისათვის პასუხი Freedom House-ის ანგარიშზე „უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”

”კოალიცია სამართლიანობისათვის” მიესალმება ”Freedom House”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სახელწოდებით ”უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”. ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ასევე  სათანადოდ აფასებს ”Freedom House”-ის ძალისხმევას გააგრძელოს საერთაშორისო საზოგადოების  ინფორმირება ანგარიშში წარმოდგენილი ქვეყნების მოქალაქეების უფლებათა სისტემატური და ფართოდ გავრცელებული დარღვევების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კოალიცია სამართლიანობისათვის” პასუხი Amnesty International-ის ანგარიშზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსოფლიოში

2011-05-27
არასამთავრობო ორგანიზაციის ”კოალიცია სამართლიანობისათვის”  პასუხი Amnesty International-ის ანგარიშზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსოფლიოში

“კოალიცია სამართლიანობისათვის” მიესალმება “Amnesty International”-ის მიერ 2011 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას – “მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა.” მისასალმებელია, რომ ანგარიშში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) მდგომარეობა განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ კონტექსტში. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემები გავაცნოთ საერთაშორისო თანამეგობრობას  და რომ ეს საკითხი განხილვის საგნად დარჩეს როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში. ანგარიშში აღნიშნულია პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განსახლების პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტის საქმეში – ე.წ. კომპაქტური  დასახლებების რეაბილიტაციამ და დევნილთათვის ქონების საკუთრებაში გადაცემამ გარკვეულწილად, მართლაც შეამსუბუქა ამ მოწყვლადი ჯგუფის ყოველდღიურობის სიმძიმე.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 86% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





<< February 2012 >>
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
maps