„კოალიცია სამართლიანობისათვის“, როგორც დევნილთა უფლებების მეთვალყურე და მათი პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის პროცესის მხარდამჭერი, მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდის, ოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების უფლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამ ამოცანას ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის, კვლევების წარმოებისა და საჯარო დებატების წახალისების გზით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციისათვის პრიორიტეტულია დევნილთა უფლებრივი საკითხების ფართოდ გაშუქება და ინფორმაციის გავრცელება როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
„კოალიცია სამართლიანობისათვის“ დასახული მიზნების განხორციელებას ახდენს შემდეგი საქმიანობებით:
- ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებების მობილიზაცია და კონსოლიდაცია დევნილების დაბრუნების უფლების, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის საკითხების ირგვლივ;
- დევნილების მობილიზაცია და საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანება, მათი ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, ასევე მათი ინტერესების დასაცავად;
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტური აღნუსხვა.



